“კუმ ფეხი გამოყოო, ისე მოსდით… ჭკვიანად იყვნენ” – მეუფე იაკობი უკრაინის მთავრობაზე

0
510
52 Views

“ქართული ოცნების” შემდეგ უკრაინის ხელისუფლებას თავს მეუფე იაკობი ესხმის. ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას სასულიერო პირი უგუნურებს უწოდებს და ურჩევს, რჩევა-დარიგებები შეწყვიტოს. მისი განმარტებით, უკრაინას მთავრობას საქართველოში ომის გაჩაღება და ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა სურს.

ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ, ჩვენ ვხედავთ და როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ? საქართელოშ რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული? ან თვითონ, უკრაინაში ცხოვრობენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან არიან და უკრაინისთის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ, როდესაც მე ვფიქრობ, რომ რასაც ჩენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურებაა. ისინი არიან უგუნურები. ვინ არიან ეს უგუნური ადმაიანები? რამდენი ხანია რაც ომი დაიწყო ჩვენ დახმარების მეტს რას ვაკეთებთ? და რა უნდათ ახლა, იმათ ჭკუაზე ვიაროთ? ჩენ იმათ ჭკუაზე არასდროს ვივლით. ხელისუფლებაცდ ა ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ თავის ხალხისთვის იფიქროს. ის კი არა, ერთმანეთს ფეხი დავუდოთ. და რა უნდა ე.ი.? დაიქირავონ ჩვენი მთავრობა, ჩვენმა მთავრობამ იჯარით მისცეს ეს მიწა და პოლიგონად გავხადოთ საქართველო და დავიშალოთ? პირდაპირ გეტყვით რა უნდა მოხდეს, მაგი უნდა მოხდეს. მართლა კუმ ფეხი გამოყოო მასე მოსდითდ ა ჭკვიანად იყვნენ. თორემ ადრე თუ გვიან შევხვდებით და პასუხსაც მოვთხოვთ. ნუ გვექცევიან ასე ქართელებს, – თქვა სასულიერო პირმა ამბიონიდან.

სინოდის წევრმა ამბიონიდან ასევე, საქართელოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ მოუსმინოს დასავლეთს.

მე ჩემი ხელისუფლება იმისთის მყავს, არც მოსკოვს არ მოუსმინოს, არც ბრიუსელს არ მოუსმინოს, არც ვაშნგტონს მოუსმინოს, არც სხვას… თავის ხალხს უნდა მოუსმინოს. დარბიან მსოფლიოშ მერე, რომ გვიშველეთ, გვიშველეთ ასე ხდება, ისე ხდება. ეს არის საქართველო და კეთილი ინებოს უცხოეთმა თუ უნდა ჩვენთან ურთიერთობა… საქარტელოს ყოველთვის ჰყავდა მტერი შემოსული. უკრაინაში რაც ხდება, მთელი ჩვენი ისტორია სულ მასე ხდებოდა. ჩვენთვის ვინ იბრძის? ჩვენ ყოველთვის ჩენთვის ვიბრძვით და ნურავინ ნუ დაგვამადლის. ჩენ ვიბრძოდით ხოლმე სხვების თავისუფლებისთვის, – თქვა მეუფე იაკობმა.

Cesko