32 Views
Reuters-ის ცნობით, ევროპაში ვირუსული ინფექციის, “მაიმუნის ყვავილის” შემთხვევების გამოვლენის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო შეხვედრა გამართა. ჯანმოს ინფორმაციით, ევროპაში “მაიმუნის ყვავილის” 100-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ევროპაში “მაიმუნის ყვავილის“ 100-ზე მეტი დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაავადება, რომელიც აქამდე აფრიკის ფარგლებს გარეთ ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდებოდა, ბოლო პერიოდში ევროპის, აშშ-ს და ავსტრალიის მასშტაბითაც დაფიქსირდა.
როგორც BBC წერს, ვირუსი ადამიანებში არც ისე ადვილად ვრცელდება და ჯანმოში არ მიიჩნევენ, რომ მსოფლიო ახალი პანდემიის საფრთხის წინაშია