საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი ალბანეთთან თამაშის წინ განცხადებას ავრცელებს.
“ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია და მეტოქეს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება. მაგრამ ჩვენ თამაშს კარგ ფორმაში ვხვდებით და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ისევე როგორც ალბანელებმა, ჩვენც ძალიან კარგად ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე…ალბანეთის ნაკრებთან დებიუტზე: მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა, ახლა კი სხვა სიტუაციაა. ვეცდები ხვალაც კარგად ვითამაშო…მსოფლიო ჩემპიონატი? ვფიქრობ, მუნდიალზე გასვლა შეგვიძლია, ამას ლოგიკურად ვხედავ. რაც შეეხება ჩეხეთთან მატჩს, ჩემი თანაგუნდელების თამაშის ყურება სიამოვნებას მანიჭებდა…ქომაგებთან ერთად ზეიმი? ეს იყო ჩემგან ერთგვარი მადლობის ნიშანი მათ მიმართ. რომ რა ისინი, ჩვენ ასე კარგად ვერ ვითამაშებდით და შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზეც ვერ გავსულიყავით. მათ დაიმსახურეს ეს წარმატება. გულშემატკივარი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია”, | განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ციკლი შესანიშნავად დაიწყო და საკმაოდ დიდი სხვაობით შეძლო მეტოქის დამარცხება.
საქართველოს ნაკრებს მომავალი შეხვედრა დღეს ტირანაში ელის, მათი მეტოქე კი ალბანეთი იქნება.