“ივანიშვილი ქონების სხვისთვის გადანაწილებას/გადამალვას აპირებდა და უარი უთხრეს… რამდენიმე ადამიანისგან იყო ეს უარი” – ჩარკვიანი

May 20, 21:46
0
348

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, ამბობს:

 

“ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა, თავისი ქონების, ერთ–ერთ საკმაოდ ცნობილ ადამიანზე გადანაწილება მომხდარიყო – რაზეც მიიღო უარი. ეს ძალიან მბნიშვნელოვანია. ამ პერიოდში, ამას ქვია, როგორც რუსეთში, გადამალვა, გადაფარვა ქონების.

მიხვდება ახლა, ვისზეც ვლაპარაკობ ამ წამს, შესანიშნავად იცის რაზე ვსაუბრობ. მიიღო უარი. ეს უარი არ იყოს მხოლოდ ამ ერთი ადამიანისგან, ეს უარი იყო რამდენიმე ადამიანისგან და მათ თქვეს, რომ მათთვის საშიში შეიძლება ეს აღმოჩნდეს.”

Cesko