“ორი ბანჯგვლიანი ღრუზინი… ღლეები… სლავური გარეგნობის გოგომ ზიზღით გახედა და უთხრა…” – ნინო სტურუა

0
924
33 Views

ჟურნალისტი, ნინო სტურუა:

“ერთ დაწესებულებაში ლიფტს ველოდები.
გვერდით მიდგას ორი ბანჯგვლიანი ღრუზინი, ერთი განსაკუთრებულად სახასიათო, კეპით და ბევრი ოქროთი.
გვიერთდება სლავური გარეგნობის გოგო, ქერად შეღებილი თმით, ლიფტიც მოვიდა ამასობაში და უცებ!
და ეს ღლეები!!! ფაქტიურად წამებში გვერდით მდგამენ.
აი გამწიეს პირდაპირი მნიშვნელობით!
???
ამ ქერად შეღებილ სლავური გარეგნობის გოგოს კი, დერეფანს უკეთებენ ლიფტში შესასვლელად და თან სულ პაჟალუსტას ძახილით.
გოგომ ზიზღით გახედა და ეუბნება:
– ქართველი ვარ!
ღლეები:
– ბოდიში გენაცვალე.
და კინოც მორჩა!
ოღონდ ამჯერად უკვე კინაღამ ორივეს ფეხი დაგვაბიჯეს. ანუ ისე შემსერდნენ ლიფტში, ქერაც დაიკიდეს.
?????
ხოდა რა, არც არაფერი.
არაფერი ჩვენ არ გვეშველება…”

Cesko