შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას? – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

May 20, 15:36
0
335

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას? არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მოთხოვნაზე სალომე ზურაბიშვილს პასუხი ამ დრომდე არ აქვს.

მისი საპარლამენტო მდივანი ამ თემაზე “მთავარი არხის” შეკითხვას ასე პასუხობს:

– “ვერაფერს ვერ გეტყვით, კომენტარს ვერ გავაკეთებ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”

შეგახსენებთ, იგი დღეს პარლამენტში იმყოფებოდა.

Cesko