პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ამბობს, რომ ომი არასდროს არის გარდაუვალი და ომი შეგნებული გადაწყვეტილების შედეგია.
„ამიტომ რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც უკრაინაში სისხლიანი ომი წამოიწყო, იზოლირებული, ხოლო რუსული სამყაროს იდეოლოგია უნდა დაიძლიოს და აღმოიფხვრას,“ – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ PISM Strategic Ark კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პოლონეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლის და ბუჩას მოვლენებმა, მშვიდობიანი მოსახლეობის წამებამ, გეოპოლიტიკური ძილისგან ყველა უნდა გამოაფხიზლოს და აიძულოს უარი თქვან ილუზიებზე.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პუტინისთვის „სახის გადარჩენის“ მცდელობებია.
„უკრაინის გამარჯვება ყველას გამარჯვება იქნება, თუმცა, თუ ის წააგებს, ეს იქნება თითოეული ჩვენგანის დამარცხება. დიპლომატია მოითხოვს დიალოგს, მაგრამ ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება“, – აცხადებს პოლონეთის პრემიერი.