“მის ოჯახს სოლიდურ თანხებს ახმარდა, სიცოცხლეც შეუნარჩუნა მის ძმას- “ჩარჩისგან” აღებული ფულების სულ არ რცხვენია და ღირსებად ნათლავს”

0
1740
37 Views

ვფიქრობ ქალბატონი თაკო ჩარკვიანის ისტერეკები და საზოგადოების ყოველდღიური შეურაცხოფები უკავშირდება მისი და მისი ოჯახის წარსულისადმი სირცხვილს რომელიც მას სტანჯავს(
გონებაში ქმნის ვირტუალურ წარსულს, სადაც მისი ოჯახი კომუნისტური პრივილეგიებით უხვად დაჯილდოვებული კი არა, დისიდენტურ ბრძოლაში ჩაბმული იყო, გამსახურდიას კი არ ებძოდნენ, პირიქით გვერდძე ედგნენ.

მისი ელექტრიკი ქმარი იმიტომ გახდა წარმატებული ბიზნესმენი, რომ ნიჭიერია და არა იმიტომ რომ შევარდნაძის მეხოტბეები იყვნენ მთელი ოჯახი. რცხვენია ბურჯანაძეების ასევე კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახის უახლოესი მეგობრები რომ იყვნენ და ბოლომდე სჯერა რომ მთაწმინდაზე მამამისის დაკრძალვა ერმა მოითხოვა და არა მისი გაკაპასებასგან თავის არიდების გამო მოხდა. სჯერა რომ მიშას მცირედი გადაცდომები ჰქონდა და ერთად რომ არ იდგნენ მაშინ ეს შეცდომა იყო დავიწყებას მისცა რომ მკვლელად და სადისტად თვლიდა და სულ დაივიწყა მამამისის ლექსი მიშაზე ………..
კაცთმოძულე და ენერგიული
მამა არ ვიცით დედა გიული
მას შეუძლია ბიძინას ჩარჩი უძახოს, მის ოჯახს რომ სოლიდურ თანხებს ახმარდა და სიცოცხლეც შეუნარჩუნა მის ძმას და ამავდროულად ჩარჩისგან აღებული ფულების სულ არ შერცხვეს და ღირსებად მონათლოს! ……
ეს ქალი თავის ისტერიკებით არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა მასზე მძიმედ დაავადებული ქართული ლიბერალური მედია, რომელიც მას აზრს ეკითხება და ლამის ყოველდღიურადც აკეთებს ამას!

მალხაზ თოფურია; სოციალური ქსელი

 

Cesko