მსახიობი ჯანო იზორია 17 მაისს იუბილარი იყო, მსახიობი 41 წლის გახდა. საზოგადოებამ ის პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო და შეიყვარა, თუმცა მანამდე ფოთის აკაკი ხორავას სახელობის თეატრში დიდი სამსახიობო გამოცდილება ჰქონდა.
არის სხვადასხვა პროექტების მონაწილე, საკმაო წარმატებები აქვს კინოკარიერაში,სულ ცოტა ხნის წინ, ლუკა ბერაძის მოკლემეტრაჟიან ფილმში “ბოდიში დაგვიანებისთვის” კინოფესტივალზე სამ ნომინაციაში წარსდგა და საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯილდო მიიღო.
- დილით გავედით მე და გვანცა ის სამსახურში,მე თეატრში რა თქმა უნდა პირველებმა მომილოცეს გვანცა თებემ ბევრი კოცნა დავიმსახურე და მერე თეატრში მოულოდნელად ბუშტები. პატარა ფუნთუშა, სანთელი და აფხაზეთელები, ჩავიფიქრე ის, რაც უნდა აგვიხდეს ყველას ერთად . რა თქმა უნდა ჩემი უფროსი გოგოს, ევას ვიდეო მოლოცვა მივიღე, ეს მაბედნიერებს.
ჯანო ევასთან ერთად.
მსახიობის ფეისბუქგვერდზე ძმის პოსტი დაიდო, რომ ჯანო უკვე 45 წლისაა, ცოტა ხანში ჯანო იზორიამ სიცილით უპასუხა ამას, რომ მისმა ძმამ იხუმრა და ის 41 წლის გახდა.
–იმიტომ გამივრცელა რომ მასზე ახალგაზრდულად გამოვიყურები, ყოველ წელს ასე მიმატებს წლებს, მაგრამ ვერაფერს მაკლებს, რათქმაუნდა ვხუმრობთ, მასზეე ძვირფასი არ ვიცი ძმა თუ ვინმეს კიდევ ჰყავს.