92 Views
14 მაისს, ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა. რუსთაველის ქუჩაზე ველოსიპედით მოძრავ 13 წლის ნიკა ბანცაძეს ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც 18 წლის ადგილობრივი ახალგაზრდა მართავდა.
ამ საზარელ შემთხვევას გარდაცვლილი ბავშვის მეგობრის დედა თეო საკანდელიძე ეხმაურება…
“ჩემს ბიჭს გეძახდი და ასე იქნება მარადჟამს…
არ არსებობს სიტყვები, რითაც შენს გაუბედურებულ დედას ვანუგეშებ…
ფრთა მოტეხე ჩემს გენადიკოს, დადის და თვალებით გეძებს სულ…
ეს ის ტკივილია, რომელიც არ განელდება ჩემო სიმპათიურო ბიჭო…” – წერს თეო საკანდელიძე…
მომხდარზე თვითმხილველის ჩვენების საფუძველზე 18 წლის მძღოლი დააკავეს, რომელიც გარდაცვლილის ნათლიის ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.