„სახლი მაგას არ აქვს და კარი – სათვალეები, ფეხსაცმელები და რაღაც ეგეთი სისულელეები…” – ეკა ხერხეულიძე ნიკა გვარამიაზე

May 17, 11:43
0
538

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე Facebook-ზე წერს და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ წერს:

“რ2 რომ წაიღეს,სამი დღე იწვა.თავის ინტერვიუში ახსნა რა ტანჯავდა(დასავლეთის ხელით თავისუფალი სიტყვის გაუქმება). მეოთხე დღეს ძალა მოიკრიბა, ადგა და მოვიდა. მიწვა დივანზე, თმაში ხელებს ნერვიულად ამოძრავებდა, უცებ წამოჯდა და მეუბნება – აქ რომ ხალხი მოვიყვანო, შეიძლება? რას მეკითხები, აბა, რა უნდა ქნა-თქო.. ეს იყო პირველი დღე. უკაპიკო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არაფრის მქონემ დაიწყო ახალი ტელევიზიის კეთებაზე ფიქრი. ნაქირავები ბინის გადასახდელი ქირა, ბავშვების სწავლის გადასახადი, გიკო ამერიკაში, უკაპიკოდ დარჩენილი სოფო. მოკლედ, თავზე ჰქონდა ჩამომხობილი ყველაფერი. ყველა მახსოვს, ვინც სულ მცირედიც კი გაიღო მაშინ მისთვის. ისინიც მახსოვს, შიშველი ხელებით დარჩენილს რამდენმა უთხრა ფულის სესხებაზე უარი…

ვისაც არ ეზარებოდა ყველა ნიკას შემოსავალს ითვლიდა, რასაც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფიზიკურად ვერ იღებდა. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა მეგობრების ბარათებით უყიდია ოჯახისთვის საჭმელი. სახლი მაგას არ აქვს და კარი, რაც აქვს იმას ისედაც ხედავდით – სათვალეები, ფეხსაცმელები და ამგვარი სისულელეები. დარწმუნებული ვარ, ახლაც კაპიკი არ აქვს სოფოსთვის დატოვებული ზუსტად ისე, როგორც მაშინ რ2 დან რომ წამოვიდა”, – დაწერა ხერხეულიძემ.

Cesko