პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, მთავარი არხის ეთერში, ამბობს:
“ამ ტიპის ვაჭრობა არის სრული ბოდვა. ვაჭრობა რომ საბანკო ტრანზაქციებზე არ შემექმნას პრობლემები…. მე ბიძინა ივანიშვილზე უკეთესი აზრის ვარ. რაც ილაპარაკა კობახიძემ, ფაქტობრივად დასავლეთს უთხრა, დაულაგეთ ბიძინა ივანიშვილს ტრანზაქციების თემა, თორემ გავებუტებით დასავლეთს და რუსეთში წავალთო… მე არ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი იმდენად ნაძირალაა, რომ ქვეყანას გაყიდის ტრანზაქციების გამო და რუსებს მიყიდის თუნდაც 500 მილიონად. კობახიძეს შეიძლება მიაჩნია, მაგრამ მე არა, პრეტენზიები შეიძლება მქონდეს, მაგრამ ასეთი ცუდი კაციც არა მგონია. კობახიძე და ხელისუფლება ეუბნება დასავლეთს, თუ ტრანზაქციების საკითხი არ მოგვარდება, დავასკვნით რომ ომი გინდათ, ჩვენ ომი არ გვინდა და წავალთ ტკბილ და მურაბა რუსეთშიო.
რაც შეეხება ვაჭრობას, შეიძლება ვიღაცას მოაზრებული აქვს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, თუ დახლზე იდება ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილის აქტივები და მეორე მხრივ სახელმწიფოს განვითარებვის ვექტორი, ეს ხომ თავისთავად მარაზმია? რომც დაიდოს, ბაიდენმა რომც მოინდომოს, შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში ჩარევა, ეს წარმოუდგენელია დასავლეთში, ამას იმხელა სკანდალი მოჰყვება, რომ ბაიდენი შეიძლება გახდეს იმიჩმენტის კანდიდატი, სრული ბოდვა იქნება, ამ ტიპის ვაჭრობა. თუ ვინმეს თავში ასეთი სისულელე მოუვიდა – დაღუპულები ვართ მაშინ, ერთია უტიფარი რომ ხარ და მეორეა, უტვინოც რომ ხარ…”