“ძალიან მწყდება გული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, როდესაც ორ ბოროტებას შორის უმცირესი ავირჩიეთ, უფრო სწორად, გული მწყდება იმის გამო, რომ …” – რას წერს ჟურნალისტი

0
1561
31 Views

გარეწარ ნიკა გვარამიას, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს “ყ%ექალა” უწოდა, ამ კონკრეტული სიტყვების გამო სრული მორალური უფლება აქვს განაცხადოს, რომ “სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს”.

და, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, შეიწყალებს თუ არ შეიწყალებს ქ-ნი პრეზიდენტი მკვლელ და მოძალადე სიმულანტს, მიხეილ სააკაშვილს.” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი.

“ეგეც შენი დასავლური განათლება, კარიერული დიპლომატობა და სახელოვანი წინაპრები!

კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე მახსენდება “რადიო 105”-ის ცნობილი არტი – “აუ, ქალბატონო, დავაი რა!”

ძალიან მწყდება გული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, როდესაც ორ ბოროტებას შორის უმცირესი ავირჩიეთ.

უფრო სწორად, გული მწყდება იმის გამო, რომ ასეთი არჩევანის წინაშე ვიდექით და ჯერ არ ვიცით, კიდევ როდის და რამდენჯერ მოგვიწევს მსგავსი არჩევანის წინაშე დგომა”- წერს გიორგი იაკობაშვილი.

Cesko