სანქციებს არ ვაწესებთ, საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი, ჩვენი პოზიცია არის ცხადი და არ შეიცვლება – ირაკლი კობახიძე

0
711
60 Views

სანქციებს არ ვაწესებთ, თუმცა, საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი – ჩვენი პოზიცია არის ცხადი და არ შეიცვლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.

როგორც „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს.

„ბუნებრივია, სანქციებთან დაკავშირებით უკრაინას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესი, რაც აბსოლუტურად გასაგებია. ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით არის ცხადი და ამაზე არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ სანქციებს არ ვაწესებთ, თუმცა, ასევე ისიც ვთქვით, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი. ჩვენი პოზიცია არის ცხადი და არ შეიცვლება.

რაც შეეხება სხვა თემებს, საუბარი იყო რუსულ პროდუქციაზე: იმპორტ-ექსპორტი ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შენ როგორც კი შეზღუდვას დააწესებს, მას აქვს ბევრად მეტი ბერკეტი, რომ 10-ჯერ უფრო მძიმე ტკივილი მოგაყენოს და არ მგონია სერიოზული იყოს ასეთი საკითხების განხილვა. უკრაინას არის ომის მდგომარეობაში და თავისი სუბიექტური ინტერესები აქვს, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ დააწესოს სანქციები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები და დავიცავთ ამ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მათ შორის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. აქეთკენ არის ჩვენი ნაბიჯები მიმართული, აქ გვიწევს დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება სანქციების არდაწესებას, ეს გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან”, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

Cesko