„რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა“ – შალვა ნათელაშვილი

0
547
46 Views

„რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა“, – ასე ეხმაურება შალვა ნათელაშვილი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას.

„რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა. დააპატიმრეს ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი. ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი – ნიკა გვარამია. იმედია ჩვენი დასავლელი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან, რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ ვისთან სურთ მოკავშირეობა, ქართველ ხალხთან თუ პუტინ-ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან, რომელიც პუტინისავე მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი ატლანტიკურ ლობისტებს. P.S იმედია ოპოზიცია ახლა მაინც დატოვებს პარლამენტს, ვინც თავს ასეთად თვლის რა თქმა უნდა“, – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.

Cesko