საქართველოში ჩამოსულმა რუსებმა, ბელარუსებმა და უკრაინელებმა $48 მლნ დახარჯეს – ლაშა ქავთარაძე

0
440
32 Views

Galt & Taggart-ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის განცხადებით, 2022 წლის მარტში საქართველოში ჩამოსულმა რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებმა 48 მილიონი დოლარი დახარჯეს. როგორც ქავთარაძე აღნიშნავს, ამ ხარჯების გათვალისწინებით, მარტის განმავლობაში საქართველომ ტურიზმიდან და გრძელვადიანი ვიზიტორებიდან 170 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიიღო.

“რაც შეეხება აქ შემოსულ რუს, უკრაინელ და ბელარუს ვიზიტორებს, რომლებიც შეიძლება დარჩნენ დიდი ხნის განმავლობაში, ისინი გარკვეულ ხარჯებს სწევენ, თუმცა ეს უფრო ტურისტულ შემოსავლებში გადის. ჩვენი შეფასებით, მარტში ეს იყო 48 მილიონი დოლარის ფარგლებში, რამაც გაზარდა ტურიზმის შემოსავლები. ტურიზმის შემოსავლები დაახლოებით 120-130 მილიონის ფარგლებში იყო და ჯამში 170 მილიონი დოლარია. უნდა ველოდოთ, რომ მომდევნო თვეებშიც ისინი, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე არიან, გააგრძელებენ ამ ხარჯების გაღებას. ეს რა თქმა უნდა დაეხმარება ლარის კურსსაც,” – ამბობს ლაშა ქავთარაძე.

წყარო: bm.ge

Cesko