“მოსკოვის პასუხი ნატო-ს შესაძლო გაფართოებაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მიუახლოვებს ალიანსი საკუთარ სამხედრო აქტივებს რუსეთს და რა ინფრასტრუქტურას განათავსებს”

0
485
34 Views

რუსეთი იმოქმედებს, თუ ნატო მის საზღვრებთან ახლოს ბირთვულ ძალებსა და ინფრასტრუქტურას განათავსებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის ალიანსში გაწევრიანების “რეალურ” მიზეზებს ვერ ხედავს.

„საჭირო იქნება რეაგირება, ადეკვატური სიფრთხილის ზომების მიღებით, რაც უზრუნველყოფს შეკავების სიცოცხლისუნარიანობას,“- განაცხადა ალექსანდრე გრუშკომ.

მან გაიმეორა კრემლის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ მოსკოვის პასუხი ნატო-ს შესაძლო გაფართოებაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მიუახლოვებს ალიანსი საკუთარ სამხედრო აქტივებს რუსეთს და რა ინფრასტრუქტურას განათავსებს.

შეგახსენებთ, ფინეთის ლიდერებმა ხუთშაბათს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთების გეგმა ოფიციალურად დააანონსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ნაბიჯის გადადგმას შვედეთი ორშაბათს გეგმავს.

Cesko