“საკუთარ დამფინანსებელსაც შარში აგდებენ, ვინაიდან ტვირთის პატრონი – მათი „მამა-მარჩენალი“ კეზერაშვილი ყოფილა – ქართველიშვილი

0
652
55 Views

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ტვ-პირველის“ სიუჟეტს ეხმიანება და წერს:

„ჭუტავიზიის breaking news-ის თანახმად, ერთი თვის წინ, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, საქართველოში თურმე სანქცირებული და კონტრაბანდული საწვავი შემოიტანა! სკანდალს დიდი გაგრძელება არ მოჰყოლია, ვინაიდან ამ მედიაშულერებმა და ფეიკმეიქერებმა მალევე დაადგინეს, რომ ტვირთის პატრონი – მათი „მამა-მარჩენალი“ და მედიამაგნატი დავით კეზერაშვილი ყოფილა, ხოლო საწვავის მიმღები – მისი კომპანია „გალფი“

„ფაქტებს არა აქვს მნიშვნელობა – მთავარია აღქმები. სანამ ოპომედიის ნაწილი რუსული, სომხური და ყაზახური ტრაილერების პარკინგებზე დარბოდა „ლაივებით“, ხოლო მეორე ნაწილი – რუსთავის ციხიდან გამოსულ თითოეულ სასწრაფო დახმარების მანქანას დასდევდა, ასევე, ისტერიული პირდაპირი ჩართვებით – ერთი სენსაციური და სკანდალური ამბავი თითქოს მივიწყებას მიეცა: ჭუტავიზიის breaking news-ის თანახმად, ერთი თვის წინ, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, საქართველოში თურმე სანქცირებული და კონტრაბანდული საწვავი შემოიტანა! სკანდალს დიდი გაგრძელება არ მოჰყოლია, ვინაიდან ამ მედიაშულერებმა და ფეიკმეიქერებმა მალევე დაადგინეს, რომ ტვირთის პატრონი – მათი „მამა-მარჩენალი“ და მედიამაგნატი დავით კეზერაშვილი ყოფილა, ხოლო საწვავის მიმღები – მისი კომპანია „გალფი“. როგორც ჩანს, მრავალფერიან დროშებს შორის – ცისარტყელას მებაირაღეებს რუსული სამფერიანი იმდენად აშინებს, რომ ფაქტებში გარკვევამდე, საკუთარ დამფინანსებელსაც უნებლიე შარში აგდებენ, შემდგომში საკუთარ სიცრუეზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. რუსეთის საზღვაო ტვირთმზიდით კონტრაბანდული საქონლის შემომტანი კეზერაშვილის მიმართ სასწრაფოდ პერსონალური სანქციების დაწესებას მოვითხოვთ!“

Cesko