56 Views
რუსი მსახიობი, ლია ახეჯაკოვა, რომელიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად გამოდის, ომის თემაზე ამბობს:
“იმდენად დავიღალე ამ ომით, რომ კომენტარის გაკეთებაც აღარ მინდა. დავიღალე რუსეთის ამ წარმოსახვითი სიდიადეებით, ჩემი “მიწებისთვის” ბრძოლით. დავიღალე პუტინით. მშვიდობა მინდა, სითბო, სიმშვიდე. მინდა ვნახო ცოცხალი ხალხი, ჯანმრთელი და მხიარული”, – წერს ახეჯაკოვა “ინსტაგრამზე.”
მსახიობი აღნიშნავს, რომ როცა უკრაინა გაიმარჯვებს, სურს, იქ ჩავიდეს. როგორც ის წერს, უკრაინელები ახლა “ორ ფრონტზე იბრძვიან”
“ახლა უკრაინელები, ფაქტობრივად, ორ ფრონტზე იბრძვიან – იცავენ თავიანთ ქვეყანას და აიძულებენ პუტინის რეჟიმს, დასუსტდეს.”
ლეგენდარულმა მსახიობმა რუსეთი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დატოვა და ახლა ევროპაში ცხოვრობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა უკრაინის არმიას $10 000 გადაურიცხა…