ალან გაგლოევი: რუსეთის უნდა გვესმოდეს – როგორც კი იქნება სიგნალი, რომ ამის დრო დადგა, რეფერენდუმს აუცილებლად ჩავატარებთ

May 11, 13:01
0
437

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალი ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთთან შეერთების საკითხზე მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის მიერ დაანონსებული „რეფერენდუმის“ საკითხს გამოეხმაურა.

„ჩვენი რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტი ამბობდა, რომ ჩვენი ვექტორი რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაციაა. ამასთანავე, ჩვენ გვესმის, რომ ეს ცალმხრივი პროცესი არაა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – რუსეთის ფედერაცია – გეოპოლიტიკური საკითხებითაა დაკავებული, ატარებს სპეციალურ ოპერაციას უკრაინაში და ნეონაცისტურ ფორმირებებს ანადგურებს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის უნდა გვესმოდეს. როგორც კი იქნება სიგნალი, რომ ამის დრო დადგა – რეფერენდუმს აუცილებლად ჩავატარებთ“, – განაცხადა გაგლოევმა.

Cesko