უნდა შეეშვა ამ ისტერიულ წივილ-კივილს და პასუხი აგო ათასობით შენი თანამემამულის წამებაზე და მოკვლაზე – ირაკლი კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

January 13, 18:56
0
483

ზუსტად იმიტომ უნდა იჯდე მაგ გალიაში კიდევ უფრო დიდი ხანი ვიდრე მოსჯილი გაქვს, რომ შენ ხარ ზუსტად პასუხისმგებელი მაგ სასამართლოს და მაგ რეპრესიული გალიის შექმნაზე – ასე ეხმიანებას მწერალი ირაკლი კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ სასამართლო დარბაზი და გალია, რომელშიც თავადაა გამოკეტილი, მისი შექმნილია.

„ამ უპროფესიო უსაქმურმა კრიმინალმა დიქტატორმა, რომელსაც პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდა და ციხეში ჯდომის ვაჟკაცობაც არა აქვს მშვიდობიანი მოსახლეობის ტვინი წაიღო ამ თავისი მასკარადებით. ‘შენ ზუსტად იმიტომ უნდა იჯდე მაგ გალიაში კიდევ უფრო დიდი ხანი ვიდრე მოსჯილი გაქვს, რომ შენ ხარ ზუსტად პასუხისმგებელი მაგ სასამართლოს და მაგ რეპრესიული გალიის შექმნაზე, რომელმაც ასობით ათასი ოჯახი გააუბედურა – ადამიანები აწამა, მოკლა, გააგდო ქვეყნიდან. ქვეყანას წინ წასვლა სჭირდება და არა უკან – და ახლა ახალი ძალების და ახალგაზრდობის დროა და არა რეპრესიული სასამართლოს და გალიების შემქმნელი ფუხიმორის ტიპის ავტოკრატ-დიქტატორების. ზუსტად ამიტომაც შენ უნდა შეეშვა ამ ისტერიულ წივილ-კივილს და პასუხი აგო ათასობით შენი თანამემამულის წამებაზე და მოკვლაზე. და კრემლის დავალებით რომ ცდილობ ქართული სახელმწიფო გაზაფხულამდე დაამთავრო უკვე კარგად გაშიფრული პატრუშევის ძმაკაცი ბიძაშენის ფულებით – ნუურას უკაცრავად! ამას ვერ შეძლებ – იმიტომ რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას პროგრესი უნდა და არა უკვე გავლილი გრუ-ს ლეიტენანტი უბედურება“ -წერს კაკაბაძე.

Cesko