სრულყოფილად ჯანმრთელი ადამიანი იშვიათია, მეც რომ დამინიშნოთ კონსილიუმი, ბევრი გამოწვევა მექნება – ყაველაშვილი

0
555
57 Views

სრულყოფილად ჯანმრთელი ადამიანი ძალიან იშვიათია. მეც რომ ახლა კონსილიუმი დამინიშნოთ და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღწეროთ, იმდენი გამოწვევა მექნება თუ რაღაცას არ გავითვალისწინებ, მედიკამენტს არ დავლევ, რა თქმა უნდა, ამას გართულება მოჰყვება
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, ომბუდსმენის კონსილიუმი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პარიმტობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ. სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით აქციებიც გაიმართა.

Cesko