23 წლის ბიჭი მანქანიანად ხევში გადაიჩეხა – ცნობილია მისი ვინაობა და ტრაგედიის მიზეზიც

0
857
53 Views

გუშინ კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა 23 წლის ახალგაზრდა. ტყიდან მომავალი სატვირთო ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. გელა ჭკადუა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბიჭი, რომელიც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ცოტა ხნით ადრე მეგობრის გარდაცვალებაზე საუბრობდა:

„5 თვის წინ მე დავმარხე ჩემი ბავშვობა საკუთარი ხელებით. 5 თვეა ჩემი გამოტირებული და დამარხული ბავშვობა მტკივა, 5 თვეა ყოველ დღე ვნანობ, რომ მეტი დრო არ გავატარე, რომ მეტი სიყვარული არ გამოვხატე, რომ მეტად არ ვაგრძნობინე, რომ მჭირდებოდა და არ ჰქონდა უფლება დავეტოვებინე ამ უსამართლო სამყაროში…

ჩვენ სულ აქა ვართ გიო და შენ სულ ჩვენთან ხარ, ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს გულებში, შენ ჩვენი სულის და ბავშვობის ნაწილი ხარ, შენ მანამდე იარსებებ, სანამ უკანასკნელი ჩვენგანი არ გაქრება ამ ქვეყნიდან… გვახსოვხარ, გვაკლიხარ, გვიყვარხარ, გვენატრები… მწამს, რომ ლოცულობ და გვიფარავ იმ ქვეყნიდან, ჩვენ კი მუდამ ვილოცებთ შენი სულის უკვდავსაყოფად… გილოცავ კიდევ ერთხელ ვერ დასწრებულ 23 წელს, სამუდამოდ გვემახსოვრები ჩემო ძმაო!“, – წერდა გელა ჭკადუა.

Cesko