იტალიაში დააკავეს $510 მილიონად შეფასებული იახტა, რომელიც შესაძლოა ვლადიმირ პუტინს ეკუთვნოდეს

0
472
55 Views

იტალიის ხელისუფლებამ დააკავა $510 მილიონად შეფასებული იახტა „შაჰერეზადა“, რომელიც შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნოდეს. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს.

იახტა მარინა-დი-კარარას პორტში დააკავეს. იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ვინ არის იახტის მფლობელი. მათი განცხადებით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ „იახტას ჰქონდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საქმიანი კავშირები“ რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებთან და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებთან.

„შაჰერეზადა“ კაიმანის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და ოფშორულ კომპანია Bielor Asset Limited-ს ეკუთვნის, რომლის ბენეფიციარიც უცნობია.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, „შაჰერეზადას“ ეკიპაჟის ყველა წევრი რუსეთის მოქალაქეა და ისინი დასაქმებულები არიან „დაცვის ფედერალურ სამსახურში“, რომელიც პუტინის პირად დაცვაზეა პასუხისმგებელი.

Cesko