,,მიშა თავს არ მოიკლავს, ამის იმედი ნაცებს არ გქონდეთ!..“ – მერაბ შათირიშვილი

May 8, 07:58
0
584

მწერალი მერაბ შათირიშვილი:

,,მიხეილ სააკაშვილი აშანტაჟებს ქართულ სახელმწიფოს, ჯანმრთელობის სიმულაციური ფონით ქმნის ქვეყანაში საკუთარ ინტერესებზე აპელირებულ დღის რეჟიმს და, გამაგებინეთ, ეს ნორმალური ქვეყნის ვითარებაა და, საერთოდ, ჩვენ, ნორმალური ხალხი ვართ?.. პატიმარი – პატიმარია, თუნდაც უსამართლოდ დაპატიმრებული და, რა პრივილეგიაა ყოფილი პრეზიდენტობა და დავუშვათ – მეფობა?.. ყოფილი – ყოფილია… რა დონემდე ვართ დაშვებული, ღმერთო, შენ იხსენი ჩვენი ღირსება და შიზოფრენირებული გონი… “ნურას უკაცრავად”‘ მიშა თავს არ მოიკლავს, ამის იმედი ნაცებს არ გქონდეთ!..“

Cesko