“მერე იქნება ის ათწლიანი უბედურება, რომელიც გამოვიარეთ, როცა განსხვავებულ აზრს დავუპირისპირეთ თოფი და იარაღი” – უგულავა

0
695
46 Views

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “მთავარი არხის” ეთერით, ამბობს:

“მიხეილ სააკაშვილი ფიგურაა, რომელიც შეასრულებს საქართველოს და უკრაინას შორის მეგობრობის, ხიდის ფუნქციას. ქართული ოცნება კი იქნება ის ძალა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს აშორებს ქვეყანას და მიაქანეს რუსეთის ხახაში – ისტორიაში ეს დარჩება, დანარჩენი ყველაფერი წვრილმანია. ივანიშვილი ისტორიაში დარჩება როგორც ბორინკა, რომელიც საქართველოს უფსკრულში მიაქანებს.

ის არის ლიდერი და ბუნებრივია მისი სიცოცხლე და ჯანრთელობა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მერე გვიან იქნება, მერე იქნება სირცხვილი, მერე იქნება ის ათწლიანი უბედურება, რომელიც 90–იანებში გამოვიარეთ, ერთადერთი რამის გამო, რომ განსხვავებულ აზრს დავუპირისპირეთ თოფი და იარაღი. დღეს განსხვავებულ აზრს ვუპირისპირებთ ციხეს, დამცირებას, შეურაცხყოფას და ნელ სიკვდილს.

აქეთ არის ექიმების დაკსვნა – აქეთ არის არაფერი, საუბრობს იუსტიციის მინისტრი, რომელიც გარტყმაში არ არის რაზე ლაპარაკობს. ერთ რამეს ითხოვს ეს ხალხი, გასინჯოს ეს კაცი კვალიფიციურმა ექიმებმა, გასინჯოს და თქვან დასკვნა. ვერასოდეს შევთანხმდებით წარსულზე, ვიღაცისთვის იქნება სისხლიანი 9 წელი და ვიღაცისთვის ამ ქვეყნის განვითარების – ამაზე ვიკამათოთ? – ვიკამათოთ, მაგრამ თუ სიკვდილის აჩრდილი ჩადგება ამ თეორიულ კამათში, მერე ეს თეორიული კამათი აღარ იქნება და ეს ჩვენ გამოვიარეთ 90–იანებში, როდესაც თეორიული კამათი დემოკრატიაზე დამთავარდა იმით, რომ ერთმანეთს ტყვია ვესროლეთ და პრეზიდენტი მოვკალით, ან სიკვდილამდე მივიყვანეთ. ამას მერე მოჰყვა 10 წლიანი უბედურება და ვარდების რევოლუცია დაჭირდა იმისათვის, რომ ხალხს ერთმანეთისკენ გამოეხედა. დღეს არის სიმბოლური დღე. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობაში, შეიძლება ბევრ რამეზე იკამათო, მაგრამ 6 მაისზე, 2004 წლის აჭარის გათავისუფლებაზე… ამას ისტორიაში ნეგატიური შემფასებელი არა ჰყავს. ამის შემოქმედი ზის ციხეში. ადამიანი, რომელმაც საკუთარ ქვეყანას, რუსეთისგან და ასლან აბაშიძისგან მოხლეჩილი დაუბრუნა… ეს ადამიანი ზის ციხეში და ივანიშვილის ხელიდან კვდება. აქ რომ ჩამოვდივართ და ვისვენებთ, ჩოლოქზე რომ აღარ გვშმონავს პოლიცია, ხიდებს რომ არ აფეთქებს, აქ რომ უბედურება არ ტრიალებს, ის ადამიანი დღეს ციხეში ზის და ივანიშვილის ხელიდან კვდება.

Cesko