“ეს არ გამოვა და ტყუილია” – კახა კალაძე

May 6, 15:02
0
660

თბილისის მერი, კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, ჟურნალისტებთან ამბობს:

„ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი, თუ ეს ასეა, არ ვიცი, არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს მისჯილ სასჯელს, ეს არ გამოვა და ტყუილია. ამიტომ, პირველ რიგში, პატიმარს ნუ შევუქმნით ამ ილუზიას და მეორე, საზოგადოებას ნუ ეტყვით ცრუ ინფორმაციას, ეს ასე არ იქნება, მას სასჯელის მოხდა მოუწევს, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე. სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება. დაველოდოთ დანარჩენს. შესაბამისი უწყება ყველა დეტალზე სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწვდით“

Cesko