ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
“აბა დილა მშვიდობისა მეგობრებო!
ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას!
აზოვსტალის მისადგომებიდან ჩვენებმა კონტრშეტევით გაანადგურეს და გაყარეს ურდოსები, თუმცა არტილერიული და სარაკეტო დაბომბვა არ წყდება ფაქტიურად არცერთი წუთით! ურდო ვითომ დათანხმდა მშვიდობიანების გასაყვანად საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად, მაგრამ დაბომბვა კვლავაც გრძელდება!
კარგი ამბებია ხარკოვ-იზიუმის მიმართულებიდან. ჩვენები კონტრ შეტევაში გადავიდნენ.
სულ ცინცხალი ჰაუბიცებიც აგუგუნდა ჩვენი მხრიდან და ჩააქვესკნელა ურდოს მძიმე ტექნიკა.
გახსოვთ ადრე რომ გითხარით მალე 200 ჩამოგდებული ურდოს თვითმფრინავი იქნება თქო? ჰოდა მუშაობენ ჩვენი ძმები – სულ რაღაც 4 ცალიც და 9 მაისისთვის შესაძლებელი იქნება პუტინის ურდოსთვის კარგი საჰაერო ცცეხლოვანი სალმოს გაგზავნა! გაგზავნაზე გამახსენდა და მკვდარი ურდოსების რიცხვიც ასევე მრგვალდება და 25000 უახლოვდება!
უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია ყველა მოქმედი თუ წარსულში უმაღლეს პოზიციებზე მყოფი სამხედრო, აგრეთვე პოლიტიკოსები და დიპლომატები, ნუ ცხადია გარდა თავად პუტინის, მისი ურდოსი, მისი მონების და მისი პროპაგანდონების (გულის სიღრმეში მათაც იციან, რომ კობზონი ელოდება მათ თავის გრანდიოზულ კონცერტზე)!
უკრაინას სჭირდება სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა. გუშინ ვარშავაში 6.5 მილიარდი დოლარი გამოყვეს დონორებმა. კარგია, რომ საქართველოც მონაწილეობდა!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”