საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შემდეგნაირად მიმართავს:
“სირცხვილია, როცა მმართველი პარტიის უფროსი მსგავს განცხადებებს აკეთებს, რომ თურმე, საქართველოს 10 წელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი მართავდა, ეს არის სირცხვილი, ვინაიდან, შენც – ირაკლი, საქართველოს შვილი ხარ და უნდა გრცხვენოდეს, არ შეიძლება პრეზიდენტზე ასეთი ტონით საუბრობდე.
სირცხვილია, როცა მმართველი პარტიის უფროსი მსგავს განცხადებებს აკეთებს, რომ თურმე, საქართველოს 10 წელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი მართავდა, ეს არის სირცხვილი, ვინაიდან, შენც – ირაკლი, საქართველოს შვილი ხარ და უნდა გრცხვენოდეს, არ შეიძლება პრეზიდენტზე ასეთი ტონით საუბრობდე, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, მათი მთავარი მიზანია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გადარჩეს.
“როგორც ვიცით, მიშას მდგომარეობა დღითიდღე რთულდება, უბრალოდ, იმის ფიქრიც არ მინდა, რომ კიდევ შეიძლება უფრო დამძიმდეს და ფატალური შედეგით დასრულდეს. ხედავთ, რომ აქციისთვის დაუგეგმავად შევიკრიბეთ, თან, ცუდი ამინდია, რიგითი მოქალაქეები მოდიან, ყველას მადლობას ვუხდი, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გზაშია და ჩვენ ხმას უერთდება. მთავრობას გავაგონოთ, კმარა, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა, კმარა ყოფილ პრეზიდენტზე ასე ქილიკი და აბუჩად აგდება. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, რომ ჩვენ დავიწყოთ ბრძოლა, საუბარია გადაყვანაზე, რომ გადავარჩინოთ ადამიანი.
ახლა მთავარია, ჩემ ძმას სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, საქართველოს შვილს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობაც შეიბერტყავს ყურს და შემოვა ხალხის მდგომარეობაში. გუშინ, ვისმენდით ქილიკს, შეურაცხმყოფელ განცხადებებს. დღეს, რიტორიკა ოდნავ შეცვალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ერთი რამ ფაქტია, ამ ქვეყანაში ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, ჩემ ძმას რამე რომ მოუვიდეს, მეორე დღესვე გაფრინდება და დარჩება „ქართული ოცნება“ მარტო და ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს აუცილებლად, ვინაიდან, არ შეიძლება, ყოფილი პრეზიდენტის მსგავსად აბუჩად ადგება. სირცხვილია, როცა მმართველი პარტიის უფროსი აკეთებს მსგავს განცხადებებს, რომ თურმე, საქართველოს 10 წელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი მართავდა, ეს არის სირცხვილი, ვინაიდან, შენც, ირაკლი, ხარ საქართველოს შვილი და უნდა გრცხვენოდეს, არ შეიძლება პრეზიდენტზე ასეთი ტონით საუბრობდე“, – აცხადებს სააკაშვილი.