“არცერთი პოლიტიკური ლიდერისგან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა არ მომისმენია. მეტიც..” – დეგნანი

0
740
55 Views

აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა:
“არცერთი პოლიტიკური ლიდერისგან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა არ მომისმენია. მეტიც, მომისმენია ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან ფრთხილი და მგრძნობიარე იმ ფაქტის მიმართ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იმყოფება რუსეთის ჯარი და საქართველოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისა და ტერიტორიების ოკუპაციის გამოცდილება აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა სასარგებლო იქნებოდა ერთად დგომა. ასეთი დაპირისპირება მხოლოდ რუსეთს არგებს და საქართველოს ხლეჩს. დეზინფორმაციაა, რაც რუსეთს მხოლოდ ახარებს. უფრო მნიშვნელოვანია, საქართველო და უკრაინა ერთად დადგნენ ამ საფრთხის წინაშე.”

Cesko