“ცოლი მოულოდნელად დაბრუნდა სახლში და ქმარს ახალგაზრდა გოგოსთან შეუსწრო”- იუმორისტული ნოველა ექსკლუზიურად ჩემგან

0
452
41 Views

იუმორისტული ნოველა ექსკლუზიურად ჩემგან.?❤
….
ცოლი მოულოდნელად დაბრუნდა სახლში და ქმარს ახალგაზრდა გოგოსთან შეუსწრო. ნუუ, ატყდა ერთი ამბავი, როგორც ხდება ხოლმე…?
– უნამუსო!!!! არაკაცო!!! მოღალატე!!! ვისზე გამცვალე, ვისზე, შე არამზადა, – ა-მა-ზეე?!!
– მოიცადე, მოგიყვები როგორც იყო…
– რა უნდა მომიყვე, ბიჭო?!!! რა უნდა მომიყვე?!!! ნუ, კაი, მიდი აბა, გისმენ, რა გაქვს სათქმელი!!!
– სახლში საბუთები დამრჩა, ნუ, მჭირდებოდა ეს საბუთები და დავბრუნდი.
– დაბრუნდი!.. – მერე!..
ქუჩის კუთხეში იდგა ეს საცოდავი, შემეცოდა და გავუჩერე…
– მერეე?!!!
– მერე მითხრა მშიერი ვარო.
– აა, მშიერიო?!!!
– ხო… ქვის გული ხომ არ მქონდა? – შინ მოვიყვანე და ვაჭამე გუშინდელი ვახშამი, შენ რომ არ მიირთვი, – დიეტაზე უნდა დავჯდეო.
– მერე?!!!
– სუ დასვრილ – შემცივნებული იყო საცოდავი და აბაზანაში შევუშვი… ისეთი ძველმანები ეცვა, – შევძრწუნდი.
მოვუტანე შენი ჯინსები, ასი დოლარი რომ გადამახდევინე და არ იცმევ, მსუქანს მაჩენსო. მივეცი ბლუზაც, რომელიც დაბადების დღეზე გაჩუქე და დამიწუნე, გემოვნება არ გაქვსო. ჟაკეტიც მივეცი, ჩემმა დამ რომ გაჩუქა და კი მოგწონს, მაგრამ მის ჯინაზე არ იცვამ. მერე დახეული ფეხსაცმელები გადავუყარე და ის ბოტასები მივეცი, ძვირფას ბუტიკში რომ გიყიდე, მაგრამ არ ჩაიცვი, რადგან ჩემს ბიძაშვილს აცვია თურმე მსგავსი…
ისეთი მადლიერი იყო, ისეთი… – რომ ვაცილებდი თვალცრემლიანმა მორიდებით მკითხა: – იქნებ კიდევ გაქვს რაიმე ისეთი, რასაც შენი ცოლი აღარ იყენებსო… ? ? ?
/გრინ ბარეტი/

გრინ ბარეტი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი

Cesko