ვის შეუძლია ისარგებლოს საქართველოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო მედიკამენტებით

0
449
33 Views

საქართველოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:

გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;

ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

დიაბეტი (ტიპი II);

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

ეპილეფსია;

პარკინსონის დაავადება.

ხოლო აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლია შემდეგ კატეგორიას:

პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;

მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ

ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი);

ვეტერანი;

პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;

ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;

გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გათვალისწინებულია ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები.

რაც შეეხება წლიურ ლიმიტს, სახელმწიფო ყოველწლიურად გამოყოფს გარკვეული ოდენობის თანხას და მოქალაქეებს იმ თანხის ფარგლებში შეუძლიათ უფასოდ შეიძინონ განსაზღვრული მედიკამენტები. უფრო ზუსტად კი, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებებისთვის 200 ლარია გამოყოფილი, ფილტვის ქრონიკული დაავადებებისთვის – 300, დიაბეტი (ტიპი II) – 40 ლარი, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები – 20 ლარი, პარკინსონის დაავადებისთვის – 400 ლარი, ხოლო ეპილეფსიისთვის – 300 ლარი.

Cesko