,,სააკაშვილს გამოიტანენ კუბოთი? სიკვდილის ცელი მოგაკითხავთ! მღვდლები მოიმარაგეთ წესის ასაგებად!” – გიგი უგულავა

May 3, 22:55
0
443

ძალიან ემოციური იყო ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” გიგი უგულავას გამოსვლა, რომელიც ეთერში რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩაერთო. მან პირდაპირ მიმართა ხელისუფლებას, რომ თუ სააკაშვილს ციხიდან კუბოთი გამოიტანენ, დაიწყება პროცესები – სისხლი სისხლისა წილ და კბილი კბილისა წილ.

-მოიმარაგეთ მღვდლები, რადგან წესის აგება დაგჭირდებათ! კარგად უნდა გააცნობიეროს ივანიშვილმა, რომ მოუვა ამ კაცს რაღაცა ციხეში და სიკვდილის ცელი თითოეული თქვენი სახლის ზღურბლთან მოვა. ივანიშვილს ვეუბნები, სიკვდილის ცელი სამხრეთ კორეაში ჩამოგაკითხავს…

ადამიანს კლავთ და კიდევ აქეთ დასცინით, ეს არ გეპატიებათ! თვალი თვალისა წილ იქნება, კბილი კბილისა წილ, სიკვდილის ცელი მოგაკითხავთ და ჩაგხედავთ თვალებში და ვერანაირი დაცვა, პოლიცია და ვერაფერი დაგიცავთ ამ რისხვისგან.

თუ ქართველ ექიმებს არ ენდობით, ჩამოიყვანეთ უცხოელი ექიმი და მან გვითხრას, რა სჭირს… ვიმეორებ, ისტორიულ გამოცდილებას გეუბნებით, ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილი სადმე გაასწრებს? ან ვოლსკი ან პარლამენტის თავმჯდომარე რომ დაარქვეს, ის?.. მღვდლები მოიმარაგეთ, მღვდლები დაგჭირდებათ!

თუ პრეზიდენტს მოკლავთ ციხეში, გგონიათ, გაიწოვება, უი, არაფერ შუაში ვართო?.. ჰგონიათ პასუხს არავინ მოსთხოვს ივანიშვილს და წყნარად პინგვინებს დაითვლის?..

ადამიანს აღარ ჰგავს, დააინვალიდეს. მოკლავთ და წყნარად იცხოვრებთ? მოკლან ადამიანი და მერე შევრიგდეთ?! ექიმები მაინც შეუშვან! არ გახსოვთ 1993 წელს გამსახურდია რომ გარდაიცვალა, 10 წელი დასჭირდა ქვეყანას, რომ საქართველო გაერთოანებილიყო. იგივე ორმოში უნდა ჩავვარდეთ? გამოვიდეს ივანიშვილი, გამოვიდეს სააკაშვილი ციხიდან და ეჭიდაონ ერთმანეთს, ჩატარდეს არჩევნები!..

Cesko