უნგრეთის მთავრობა უკრაინას ყალბი ამბების გავრცელებასა და სიცრუის შეთხზვაში ადანაშაულებს

0
439
33 Views

უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა „ფეიკი“ უწოდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომ უნგრეთმა იცოდა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის წაღება სურდა.

„ყალბ ამბებზე პასუხი: 3 აპრილს უნგრელებმა გადაწყვიტეს, რომ უნგრეთი უკრაინაში იარაღს არ გააგზავნის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა არ მიესალმება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყალბი ამბების გავრცელება და სიცრუის შეთხზვა არ შეცვლის ჩვენს პოზიციას“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

Cesko