8 წლის დათი 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან გამოიყვანეს – დედა პირველად საუბრობს თუ როგორია მისი მდგომარეობა ახლანდელ რეალობაში

0
502
82 Views

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან გამოიყვანეს.

მისივე თქმით, ბავშვი კვლავ სტაბილურად კრიტიკულ მდგომარეობაშია.

8 წლის დათი ქოქრაშვილი მკურნალობას ამ დროისთვის ისრაელში, კლინიკა SHEBA HOSPITAL-ში აგრძელებს. მას ისრაელში ყოფნისას გუშინ, მე-6 ოპერაცია ჩაუტარდა.

„დათი ჯერ ისევ სტაბილურად კრიტიკულ მდგომარეობაშია. 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან მე-5 დღეა რაც გამოიყვანეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული გადასალახია. ვცდილობთ, წამლებზე დამოკიდებულებასაც გავუმკლავდეთ, მაგრამ ძალიან მძიმედ გადაგვაქვს,“ – აცხადებს ბავშვის დედა.

შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

წყარო: interpressnews.ge

Cesko