გუდაურის სასტუმროში რუსეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს – მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი

0
726
20 Views

არ დამკრძალოთ რუსეთში, მიმაბარეთ ქართულ მიწას ! – აღნიშნული შინაარსის წერილი და რუსეთის მოქალაქის ცხედარი სატუმრო Twins-ის ერთ-ერთ ნომრის სააბაზანოში დამლაგებელმა აღმოაჩინა. ამ დროისთვის სასტუმრო საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრია. სამართალდამცველები ადგენენ, რუსეთის მოქალაქემ თავი მოიკლა, თუ ის მოკლეს და შემდეგ სუიციდის ინსცენირება დაგეგმეს.

გამოძიებისთვის ერთადერთი ხელჩასაჭიდი სასტუმროს ნომერში დატოვებული წერილია, რომელშიც რუსეთის მოქალაქე წერს, რომ ემიჯნება უკრაინაში ომს. ახლა კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, წერილი ნამდვილად სიკვდილის წინ გარდაცვლილმა დაწერა, თუ საქმე კარგად მოფიქრებულ სცენართან გვაქვს.

ტვ პირველის ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი პუტინის პოლიტიკას ემიჯნებოდა და უკრაინაში ომის დაწყებას აპროტესტებდა. ბოლოს საქართველოში ათი დღის წინ ჩამოვიდა და ბინა გუდაურის სასტუმროში დაიდო. პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს ვენები ჰქონდა გადაჭრილი.

გუდაურში, სასტუმრო Twins-ის, ყველა კუთხე სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი. ახლა გამოძიებამ ვიდეომასალის გაშიფვრის შემდეგ უნდა დაადგინოს, ვის ხვდებოდა, რუსეთის მოქალაქე სიკვიდილამდე და იყო თუ არა რაიმე საეჭვო.

პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

Cesko