“სამარცხვინოა, ე. წ. სახალხო დამცველი, რომლის ერთადერთი საზრუნავი – ნაცმკვლელთა დაცვა და საერთაშორისო ასპარეზზე მათი ინტერესების წარმოდგენაა”

0
826
52 Views

✅ თქვენ, ვინც პრაგმატულ გათვლას უწოდებთ სააკაშვილ-ალასანია- ზელენსკი-არახამია-დანილოვ-არესტოვიჩის განზრახვას, საქართველოში, რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე და ამით ამართლებთ ჩვენი ხელისუფლების დაუსრულებელ ლანძღვას უკრაინიდან, ხართ ქვეყნის მტრები და ნაცმკვლელთა ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილს, ყალბი პატრიოტული პათოსით ფუთავთ.
უკრაინიდან, ყოველდღიურ რეჟიმში, კოლექტიური არესტოვიჩების თვითლუსტრაცია, წინასწარ დაწერილი სცენარის ნაწილია და არა, ემოციური ფონით გამოწვეული წამოცდენები. არესტოვიჩი ისე შევიდა როლში, რომ გამაოგნებელი განცხადებებისა და აღიარებითი ჩვენებების გამო, თუ როგორ გაწირა ხელისუფლებამ უკრაინელი ხალხი, ბატალიონ “აზოვის” წევრებიც კი ემუქრებიან.
უკრაინაში მოკალათებული საქართველოს მტრების გათვლა – საქართველოს ხელისუფლების ძალადობით შეცვლა, სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება და ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაა.
რუსულ-უკრაინულ-ამერიკულ- ევროპულ-ქართული ე.წ. ომის პარტიის წარმომადგენლებს ვურჩევ, ერთხელ და სამუდამოდ გაიგოთ, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე ხელისუფლებას, ან პარტიას.
და, ქართველი ხალხის უმეტესობა მხარს უჭერს, ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად დეკლარირებულ სამშვიდობო პოლიტიკას.
მოსახლეობის უმრავლესობისთვის ნათელია პოლიტკრიმინალების “პროდასავლური საგარეო ორიენტაციისა და ევროპული ფასეულობების” ეგიდით წარმოებული კამპანიის მიზანი – “პრორუსის” იარლიყის მიწებებით მოახდინონ ყველა იმ ადამიანის დისკრედიტაცია, დაშინება-დაშანტაჟება, ვინც ეწინაღმდეგება ნაცების ხელისუფლებაში მობრუნებას.
მოაზროვნე საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქართულ პოლიტიკაში რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი ორიენტაცია და მას “დიდი ფულის შოვნა” ჰქვია.
პოლიტიკური სპექტრი სავსეა ათასი ჯურის აგენტებით და ე.წ. საქმოსნებით, რომელთაც არ აინტერესებთ არცერთი პოლიტიკური მიმდინარეობა თუ საგარეო ორიენტაცია. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ათეული წელია ქვეყანაში ვერ შეიქმნა მყარი პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტიები, მკაფიოდ განსაზღვრული მემარჯვენე, მემარცხენე თუ ცენტრისტული მიმართულებებით და ე.წ. ქრონიკული პარლამენტარები ხან – ერთ პარტიას წარმოადგენენ, ხან – მეორეს. ხან ერთია პრორუსი, მეორე პროდასავლელი და პირიქით. როლები იცვლება, მსახიობები -არა.
სინამდვილეში, ეს პოლიტიკური თაღლითები არიან ყველგან, სადაც დიდი ფულია. მათთვის “ფულს სუნი არა აქვს”…
30 წელია, ვუყურებთ თავიდან ბოლომდე გახრწნილ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, თავისი ე.წ. მედიით და მსუყედ დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებითა და “ყველაფერშიკი” ექსპერტებით, რომლებიც პარტიულ დავალებებს ასრულებენ და სარფიანად ჰყიდიან სამშობლოს და საკუთარი შვილების მომავალს. ჰყიდიან ყველგან და ყველაზე, დოლარსა თუ ევროზე, მანეთსა თუ ლარზე, ნაღდად თუ უნაღდოდ.
მათგან ზომბირებული მოსახლეობის ნაწილის ფსიქიური მდგომარეობა ისეთ კრიტიკულ ზღვარზეა, რომ მიშას თუ გრიშას კრიტიკის გამო, მეზობელს, ნათესავს, მეგობარს, ნაცნობს თუ უცნობს, უწყევლიან შვილებს, უსურვებენ სიკვდილს, ემუქრებიან განადგურებით და ანგარიშსწორებით. მიშას თუ გრიშას კი, საკუთარი მხარდამჭერები რუსული გემის მიმართულებით ჰყავთ გაშვებული და მათ, როცა საკუთარი მიზნებისთვის სჭირდებათ, საზარბაზნე ხორცად დაუფიქრებლად იყენებენ…
ფსევდოპატრიოტიზმით შეპყრობილ ადამიანებს ვერაფრით დააჯერებ, რომ სააკაშვილი მკვლელი, სადისტი, ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი თაღლითია, რომელმაც საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა, დახოცილი ბიჭების ცხედრები მზის გულზე მიატოვა, რუსთაველზე წაგებული ომი იზეიმა, პატიმრები აწამა, ეკლესია დაანგრია, ოჯახები ამოწყვიტა, ნახევარი საქართველო უკანონო პატიმრად აქცია, ომის შემდეგ კი, ათეულობით სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიჰყიდა, ოკუპანტს სავიზო რეჟიმი მოუხსნა და რუს ტურისტებს დიდი პატივით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან თავად ხვდებოდა. ახლა კი, თავს პუტინის პატიმარს უწოდებს და ივანიშვილის, როგორც რუსი ოლიგარქის მიმართ, საერთაშორისო სანქციების დაწესებას მოითხოვს.
ფაქტები, მტკიცებულებები, ვიდეო ჩანაწერები, სამეგრელოს ტყეში, მიწაში ჩაფლული ათასობით პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, მათთვის დამაჯერებელი არ არის.
არც ალასანია, სააკაშვილი, ბენდუქიძე, ხოშტარია (გავრილოვის სტუდენტი), ვაშაძე, ნაყოფია და გავრილოვის სხვა მოწაფეები, ასევე უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული რუსეთში აღზრდილ-განათლებამიღებული და ბიზნესის მფლობელი, პროვოკატორი ზელენსკები, არახამიები, არესტოვიჩები და სხვები არიან პრორუსები. მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის ფულს აქვს რუსული სუნი, რუსეთის მოქალაქე, “კგბეშნიკი” ალასანია-ნაყოფიას ფულს კი, ამერიკული შეფერილობა და სასიამოვნო, დასავლური სურნელი ასდის.
ამ ადამიანებისთვის, სააკაშვილ -კეზერაშვილის პარტიული ტელევიზიები ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია, მათი მხარდამჭერი ე.წ. ცნობილი სახეები კი – ხელშეუვალი ავტორიტეტები არიან.
ნაცმკვლელები ებძროდნენ ე.წ. წითელ ინტელიგენციას და პარალელურად ქმნიდნენ ძირითადად უნიჭო, საკუთარი ტელევიზიებით გაპიარებულ “ელიტას”. მათ აქვთ საავტორო გადაცემები, მდარე კომედიური შოუები თუ სერიალები და ამ ხელოვნურად შექმნილ ვარსკვლავებს, როგორც პარტიულ აქტივს, “მიშა მაგარიას” აკომპანიმენტით, საარჩევნო კამპანიებში იყენებენ. ამით, ამომრჩევლის ნაწილს აჯერებენ, რომ “პროდასავლური ელიტა და ხალხი” მათთან დგას, დანარჩენები კი, პუტინისტები და პრორუსები არიან.
❗ყველამ, ვინც აზროვნებს, კარგად იცის, რომ სააკაშვილი საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა და ახლა, ხელმოცარული, სიმულაციის გზით ცდილობს თავი დააღწიოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისთვის შეუსაბამო, ძალზედ მცირე სასჯელის აღსრულებას.
ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ექიმები, რომელთა ფსიქიური მდგომარეობა ასევე ეჭვს იწვევს. ისინი წერენ ყალბ დასკვნებს, იძლევიან ფალსიფიცირებულ რეკომენდაციებს, სვამენ გაურკვეველ დიაგნოზებს და არც პროფესიული ეთიკა, არც საკუთარი ავტორიტეტი არ ადარდებთ. ნაცვლად იმისა, რომ მათ მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ყალბი სამედიცინო დიაგნოზებისა და დასკვნების გამო, მიმდინარეობს მათი სიყალბის ტირაჟირება სახელწოდებით: “მიშას პუტინის დავალებით კლავენ”. მმართველი ძალა კი, როგორც ყოველთვის, თავის მართლების რეჟიმშია…
❗სამარცხვინოა, ე. წ. სახალხო დამცველი, რომლის ერთადერთი საზრუნავი – ნაცმკვლელთა დაცვა და საერთაშორისო ასპარეზზე მათი ინტერესების წარმოდგენაა. ლომჯარიას ყველა საჯარო განცხადება თუ ქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი და მის მიერ ომბუდსმენის ინსტიტუტის ნაცმკვლელთა პარტიულ დანაყოფად ქცევა, საჭიროებს სამართლებრივ რეაგირებას.
სააკაშვილის მიმართ დასავლეთის ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლის მხარდაჭერა კი, პირდაპირპროპორციულია მათთვის გადახდილი თანხის ოდენობისა და არაფერი აქვს საერთო მის უდანაშაულობასა და სამართალთან.
მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ნათელია რომ საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, საკუთარი თავი ამოწურა.
საჭიროა, პოლიტიკურ პროცესში ახალი სახეების გამოჩენა და პოლიტვაჭრების ასპარეზიდან განდევნა.
თუ, ხელისუფლება ვერ მოახერხებს განახლებას და ნაცკრიმინალთა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღკვეთას, მათთვის სათანადო ადგილის მიჩენას და ისეთი პოლიტიკური პროცესის წარმართვას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბუნებრივი, კონსტრუქციული, სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ოპოზიციის წარმოჩენას, აუცილებელი გახდება საზოგადოების თვითორგანიზება, ახალი ორგანიზაციების შექმნა და მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა.
ჩვენ, მოსახლეობის უმრავლესობა, აღარ და ვეღარ მოვითმენთ ნაცკრიმინალთა თავაშვებულ, დაუსრულებელ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და დაუსჯელობას.
ჩვენ, არ დავუშვებთ ნაცების და მათი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკანების ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლას.
❗და ბოლოს, მსჯავრდებული სააკაშვილის ოჯახის წევრებს მოვუწოდებ: ისე ნუ მოიქცევით, რომ ყველა შვილმოკლულმა დედამ და დაზარალებულმა ოჯახმა ერთად მოგთხოვოთ პასუხი, თქვენი გამოზრდილი სადისტის მიერ უდანაშაულო ადამიანების დაღვრილი სისხლისა და ცრემლის ყოველი წვეთისთვის. თქვენ არ გაქვთ უფლება, ულტიმატუმის ენით გვესაუბროთ. ეს, ჩვენ გაძლევთ ვადას, დაასრულოთ თქვენი უნიჭო სპექტაკლები და შეეგუოთ იმას, რომ კრიმინალის ადგილი ციხეშია.

მაია ელოშვილი, ემიგრანტი; სოციალური ქსელი

Cesko