უკრაინის მოქალაქე კომიკოს ამიკო ჩოხარაძეს ძარცვაში ადანაშაულებს

April 21, 07:54
0
754

კომიკოსი და ბერა ივანიშვილის ძმაკაცი დიდ სკანდალში ეხვევა.  უკრაინის მოქალაქე ამიკო ჩოხარაძეს ძარცვაში ადანაშაულებს. ინციდენტი იმ სტრიპტიზ კლუბში მოხდა, სადაც ჩოხარაძე მეწილეა და როგორც დაზარალებული ამტკიცებს,  ვითარებას აკონტროლებს.

უკრაინელი მამაკაცი, რომელიც მეორე დღეს ომში მიდიოდა, მოტყუებით   კლუბში ჩაიყვანეს და 6 ჭიქა შამპანურში 7 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვეს. კლუბის მეწილე, ამიკო ჩოხარაძე,  უკრაინის მოქალაქეს დაემუქრა, თანხა გადაეხადა, ხელწერილი დაეწერა, რომ პრეტენზია დაწესებულებასთან  არ ქონდა  და საქმე ამით დამთავრდებოდა.
,,პირველებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინელი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ წაართვეს მოტყუებით ერთ-ერთ კლუბში თანხა, რომლითაც მეორე დღეს უკრაინაში საბრძოლველად უნდა დაბრუნებულიყო.

ირკვევა, რომ პარასკევს საღამოს ერთერთ კაფეში მას ვინმე ნიკოლოზ მელაძე გაეცნო, როგორც არაბი. უკრაინელი ამბობს რომ მელაძემ მალევე ის მოტყუებით პეკინის სამ ნომერში მდებარე სტრიპტიზ კლუბში მიყვანა, სადაც მახეში აღმოჩნდა.

გამეცნო, შემოვიდა კომუნიკაციაში, ფაქტია, ის კარგად არის ამ საქმეში დახელოვნებული, დავსხედით და ერთ საათში 7 800 ლარიანი ჩეკი მოვიდა, თან ორი გოგო ახლდა,  რომლებიც გვერდზე მესხდნენ, ვეუბნებოდი, რომ ფული არ მქონდა – ამბობს უკრაინის მოქალაქე.
ძარცვასა და ქურდობაში დადანაშაულებული ცნობილი კომიკოსი კამერებთან არ ჩნდება, სატელეფონო საუბრის დროს მან ვერც შემთხვევის ღამე, ვერც 7 800 ლარიანი ჩეკი, ვერც უკრაინელი და ვერც დაპირისპირება გაიხსენა, ამბობს რომ იმ სტრიპტიზ კლუბში ხშირად დადის, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ვერ იხსენებს.

საქმეზე გამოძიება პოლიციამ უკვე დაიწყო, თუმცა თაღლითობაში დადანაშაულებული ამიკო ჩოხარაძე ამ დრომდე ჯერ არ გამოუკითხავთ.

ტვ პირველის ინფორმაციით, პეკინის 3 ნომერში მდებარე სტრიპტიზ კლუბში ამ დრომდე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულ

Cesko