“ქვეყანაში პანდემია არ დასრულდება! დიახ, არ დასრულდება და იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!” – გიორგი ფხაკაძე

0
483
35 Views

ექსპერტი სამედიცინო სფეროში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში  მსოფლიო კოვიდსტატისტიკას განიხილავს და წერს:

 

” კოვიდმა 5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ….
ასობით მილიონი დაინვალიდდა პოსტ კოვიდის გამო…
 – მთელი მსოფლიო დაზარალდა ეკონომიკურად, სოციალურად, ფსიქოლოგიურად, პოლიტიკურად…
– ასობით მეცნიერული სტატია დაიწერა და აღწერილია, თუ რა მუშაობს ამ ვირუსთან ბრძოლაში და რა არ მუშაობს…
– საქართველო არის კლასიკური მაგალითი, თუ რა არ უნდა გააკეთო პანდემიის დროს …
 – სხვის შეცდომებზე არ ვსწავლობთ და საკუთარი შეცდომები “წარმატებად” საღდება…
 – დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილება არის ამის ნათელი მაგალითი!
 – მოსახლეობა უნდა დავიცვათ ყველგან და ყოველთვის, ამიტომ სანამ მოსახლეობის (5 წლის ასაკიდან) 80% არ აიცრება 3-ჯერ/4-ჯერ ფაიზერით/მოდერნათი პროტოკოლის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია არ დასრულდება! დიახ, არ დასრულდება და იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!
 – პირბადეების ტარებაზე რა გითხრათ, რაც აქამდე არ მითქვამს და, საერთოდ, სამედიცინო პირბადის ცნება ქართულ საზოგადოებაში ვინ შემოიტანა, ესეც ცნობილი ფაქტია…. გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე !
 – არჩევანი თქვენზეა!
 – ჯანმრთელობას გისურვებთ…
Cesko