“თუ გასაქცევს ეძებს უკრაინიდან და იმედი აქვს, რომ “ხელისუფლებაში დაბრუნებული” ნაცები შეიფარებენ, ძალიან ცდება” – გაბრიჭიძე

April 29, 15:46
0
548

ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას ეხმაურება და წერს:

“დარწმუნებული ვარ, რომ ამ “ცეცხლოვანი მოკითხვის” წაკითხვისთანავე ყველა ნორმალურ ადამიანს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში ერთი და იგივე აზრი გაუელვებს თავში – რა ამის ტ@@აკის საქმეა ქართველი ხალხი რა შეფასებას გააკეთებს?

მაგრამ თუ გასაქცევს ეძებს უკრაინიდან და იმედი აქვს, რომ “ხელისუფლებაში დაბრუნებული” ნაცები შეიფარებენ, ძალიან ცდება.

ცდება იმიტომ, რომ არ არსებობს მათი მობრუნება. არ არსებობს საქართველოს ისევ მკვლელების და მოძალადეების ხელში ჩაგდების შანსი.

დანარჩენი მსჯელობა არ ღირს. ყველაფერი ნათელია.”

 

Cesko