“რუსეთის დამხობა-დაქცევაზე მისი ელიტები მუშაობენ! არავის სძულს რუსეთი ისე, როგორც საკუთარ ელიტებს – იგივეა საქართველოში”

0
504
23 Views

საქართველო არასდროს უნდა დაემსგავსოს რუსეთს, – არასდროს!
რუსეთის დამხობა-დაქცევაზე მისი ელიტები მუშაობენ!
არავის სძულს რუსეთი ისე, როგორც საკუთარ ელიტებს:
ამიტომაც ძარცვავენ მას, ყიდიან მას, ღალატობენ მას და
სადღაც იყურებიან, სადღაც იწყობენ ცხოვრებას საკუთარი სამშობლოს ძარცვის ხარჯზე! უმდიდრესი და ძალიან ნიჭიერი ხალხის ქვეყანა კი საშინელი პრობლემების წინაშე დგას!
მაგრამ დღევანდელი (და ბოლო 30-წლის) საქართველო ჰგავს რუსეთს –
მისი ტყუპისცალია!
სწორედ იგივე განწყობის ელიტები, რაც რუსეთშია,
ამხობენ ქართულ სახელმწიფოს, ძარცვავენ მას, ღალატობენ მას, 2 მლნ ადამიანი გაყრილია ქვეყნიდან,
განათლება განადგურებულია, ახალგაზრდებს პერსპექტივა ესპობათ საკუთარ ქვეყანაში, პროქსი-ელიტები კი საკუთარი მარიონეტული საქმიანობით მატერიალურ კეთილდღეობას იქმნიან!
ამიტომაც ვწერ:
ნაგავი გასატანია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ავანსცენიდან, სანამ ამ ნაგავს ქართველი გაუტანია საქართველოდან!

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში; სოციალური ქსელი

 

Cesko