რომ არა აშშ-ში გაყალბებული არჩევნები, უკრაინაში არავინ მოკვდებოდა – დონალდ ტრამპი

0
782
22 Views

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცნობილი ჟურნალისტის, პირს მორგანის შოუში უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, რომ არა აშშ-ში გაყალბებული არჩევნები, უკრაინაში არავინ მოკვდებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე – “ეთანხმებით თუ არა ჩემს შეფასებას, რომ ახლა პუტინი ბოროტი, გენოციდის ჩამდენი მონსტრია?” დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა:

“დიახ, რა თქმა უნდა, ვინ არ დაეთანხმება ამას? რაც ხდება საშინელებაა. როდესაც ხედავ, რომ რაკეტები საცხოვრებელ შენობებს ხვდება, სადაც უამრავი ადამიანია, რომლებიც ფიქრობენ, რომ იქ უსაფრთხოდ არიან – გაცილებით მეტი ადამიანია დაღუპული, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. როდესაც ვხედავ ამდენ სიკვდილს, ნგრევას, თან როგორი სულელური ომია. იქ იყო ქვეყანა, რომელიც მუშაობდა, რომელსაც ჰქონდა პრობლემები, თუმცა პრობლემები სხვა ქვეყნებსაც აქვთ, რა საშინელებაა ამის დაკარგვა, იქ ვხედავთ საქანელებს, სათამაშო მოედნებს, ჰოსპიტალებს – ეს იყო ქვეყანა, სადაც ადამიანები ბედნიერები იყვნენ, ეს აშკარაა, რადგან ისინი ამ ქვეყნისთვის იბრძვიან. სირცხვილი არ არის, რომ ეს ადამიანები გაყალბებული არჩევნების გამო იღუპებიან? ჩვენი არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, არავინ მოკვდებოდა”

კითხვაზე, “როდესაც უთხარით პუტინს, რომ უკრაინაში არ შეჭრილიყო, რა იყო მისი პასუხი?” აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ასე უპასუხა:

“მე მას ვუთხარი, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი პასუხი. მისი პასუხი იყო – მართლა?, მე კი ვუპასუხე – დიახ, მართლა. თუ დამიჯერებდა კარგი იქნებოდა, თუ მხოლოდ 5%-ს დამიჯერებდა, იტყოდა – ამას არასდროს გავაკეთებ”

კითხვაზე, თუ რა უთხრა ზუსტად დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს და ზუსტად რითი დაემუქრა მას, აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დაკონკრეტება არ ისურვა.

“ამაზე საუბარი არ მსურს. მე ვუთხარი, რომ ჩვენ მას ძალიან მძლავრად ვუპასუხებდით. იგივე ვუთხარი ჩინეთის პრეზიდენტს, არ შეიჭრა ტაივანში, რადგან ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება. მათ ორივე ერთნაირი რეაქცია ჰქონდათ – მართლა?! მე ვპასუხობდი, რომ მართლა”

Cesko