უკრაინული მედია: ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მხარდასაჭერად 100 000 თავისი ჯარისკაცის გაგზავნას სთავაზობს

August 6, 14:49
0
573

ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ბრძოლის მხარდასაჭერად რუსეთს 100 000 თავისი ჯარისკაცის გაგზავნას სთავაზობს.

გამოცემა New York Post-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის წინადადების დადასტურება, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას, ოპერატიულად ვერ შეძლეს, თუმცა მას, ასევე, ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იგორ კოროტჩენკო.

„არის განცხადებები, რომ 100 000 ჩრდილოეთ კორეელი მოხალისე მზად არის ჩამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტში. თუ ჩრდილოეთ კორეა გამოთქვამს სურვილს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალი უკრაინის ფაშიზმთან ბრძოლაში, ჩვენ მას ამის საშუალება უნდა მივცეთ“, – განაცხადა კოროტჩენკომ ერთ-ერთი პროპაგანდისტული მედიის ეთერში.

Cesko