„ამ ოჯახის ქალები სულ ავარიებით იღუპებიან…“ – გაირკვა აღდგომის ღამეს ავარიისას გარდაცვლილი ქალის ვინაობა

0
478
27 Views

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიით 25 წლამდე ასაკის მარი ნერსეზაშვილი გარდაიცვალა. იგი ავტომანქანაში, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა სოფელ შილდასთან, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ოჯახში, სადაც გარდაცვლილი იყო გათხოვილი, რამდენიმე წლის წინ, ავარიით კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა.

„რა სიტყვებით შეიძლება ამ ოჯახის ტრაგედიის აღწერა, ან რა თანაგრძნობა შეიძლება გამოხატოს ადამიანმა, ამ სიმძიმის შესაბამისი რომ იყოს… მარის დედამთილი, ისიც ახალგაზრდა ქალი, რამდენიმე წლის წინ, ავარიით დაიღუპა, მასწავლებელი იყო, ყველას უყვარდა, მთელი სოფელი ტიროდა. ახლა ეს ულამაზესი და სიცოცხლით სავსე გოგო იმსხვერპლა ავარიამ. თავადაც ტრამვირებული ოჯახიდან არის, დედამისს წლების წინ სხვა შვილიც დაეღუპა, ლეიკემიით. ქალს უკვე მეორე შვილი მოუკვდა, წარმოგიდგენიათ? უმძიმესი ამბავია, აღდგომის ღამეს. ყველა დაზაფრულია, რა უნდა ითქვას ასეთ დროს, სიტყვებს რა ძალა აქვს“, – ჰყვება ოჯახის ახლობელი.

ავტოსაგზაო შემთხვევა, გუშინ მოხდა. ორი დაშავებული, გარდაცვლილის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Cesko