ზელენსკი ქართველ ჟურნალისტს: თქვენი ხელისუფლების ლიდერთა ახლანდელი პოზიციის ნამდვილად არ მესმის, რაზეც ისინი მიდიან, ამად არ ღირს

0
800
381 Views

საქართველოს ხელისუფლების პოზიციის არ მესმის და ამ საკითხს ასე მტკივნეულად ამიტომაც აღვიქვამ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მჯერა, რომ უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან ერთ-ერთი უახლოესი სწორედ ქართველი ხალხია. პირველი რევოლუციის შემდეგ ჩვენ მათგან დიდი მხარდაჭერა ვნახეთ. თქვენი ხელისუფლების ლიდერთა ახლანდელი პოზიციის ნამდვილად არ მესმის. ამას ვერ ვხვდები და სწორედ ამიტომ, ამ საკითხს ასე მტკივნეულად აღვიქვამ. ვფიქრობ, რომ რაზეც ისინი მიდიან, ამად ნამდვილად არ ღირს“, – განაცხადა ზელენსკიმ ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესება „კაპიკია ორი სახელმწიფოს ისტორიაში, რომელსაც ასეთი მეზობლობა აქვს“.

უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მანძილის მიუხედავად, საქართველოს უკრაინასთან ბევრად უფრო ახლოს აღიქვამს, ვიდრე რუსეთს.

Cesko