ევროკავშირმა ემბარგოს გვერდის ავლით, რუსეთს ასობით მილიონი ევროს ღირებულების იარაღი მიჰყიდა – Telegraph

0
538
30 Views

საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ავსტრიამ, ბულგარეთმა და ჩეხეთმა ემბარგოს გვერდის ავლით, რუსეთს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდეს. ამის შესახებ The Daily Telegraph-ზე დაყრდნობით BBC News წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ სიაში ასევე დიდმა ბრიტანეთიც შედის, რომელმაც ევროკავშირი 2020 წელს დატოვა. მან ოფიციალურ მოსკოვს 2,4 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი მიაწოდა.

2015-2022 წლებში კი, პარიზმა და ბერლინმა მოსკოვს იარაღი 273 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის იმ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გამოცემას ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰესმა მიაწოდა.

Telegraph-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ორი უმსხვილესი ქვეყნის მიერ გაყიდულ იარაღებს შორის ის რაკეტები და ბომბებია, რომლებსაც სავარაუდოდ, ახლა უკრაინაში რუსეთის ჯარი იყენებს.

მედიის ცნობით, ევროკავშირმა რუსეთს იარაღზე ემბარგო 2014 წელს, ყირიმის მოვლენების შემდეგ დაუწესა.

Cesko