რუსეთის საგარეო უწყება – აშშ-სა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, როემლთაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, რუსეთი კანონიერ სამიზნედ განიხილავს

0
495
29 Views

აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, რუსეთი განიხილავს, როგორც კანონიერ სამხედრო სამიზნეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ან მის სეპარატისტ მოკავშირეებს უკრაინაში მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს, მკაცრად აღიკვეთება.

„გაფრთხილებთ, რომ აშშ-ნატოს იარაღის გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენ მიერ აღქმული იქნება როგორც კაბნონიერი საომარი მიზნები. ჩვენ ამერიკელებს და სხვებს დასავლეთში ვაფრთხილებთ, რომ ჩვენი სპეცოპერაციის დამუხრუჭების, რუსული კონტიგენტისთვის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შენაერთებისთის მაქსიმალური ზარალის მიყენების მცდელობა, მკაცრად აღიკვეთება“ , – განაცხადა რიაბკოვმა.

Cesko