“ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, რუსეთმა გაზარდა ნავთობის ყოველდღიური ექსპორტი დღე-ღამეში – დემურ გიორხელიძე

0
816
45 Views

“ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით,
რუსეთმა გაზარდა ნავთობის ყოველდღიური ექსპორტი დღე-ღამეში (იყო 4,5 მლნ ბარელი. აქედან, ნორმალურ დროსაც კი, ნახევარი ევროპაში მიდიოდა).

როგორც ჩანს, ახლა გაცილებით მეტი ტანკერი გადის რუსეთის პორტებიდან, მაგრამ გაუგებარი მიმართულებით და სხვა დროშის ქვეშ მცურავი ტანკერებით. როგორც წერენ, ყველაზე დიდი ნაკადი ევროპის პორტებისკენ მიდის.
ასეა ეს სამყარო აწყობილი: ვიღაც ზარალდება, ვიღაც სხვას აზარალებს, ვიღაც კიდევ საკუთარ პრობლემებს აგვარებს და აშ.
მ თ ა ვ ა რ ი ისაა, რომ შტერი ქვეყნების რიცხვი არ იკლებს: “ემსახურონ პატრონებს ბოლო მოქალაქემდე”, წმინდა მაზოხისტური ვნებაა, მაგრამ ვნებაა:
მაზოხიზმი სხვა რაა, თუ არა ქვეცნობიერი განცდა სიამოვნებისა საკუთარი თავისათვის მიყენებული ტკივილის/ზიანის ხარჯზე. რა კაია, არა: გტკივა და… გსიამოვნებს! ?
ისე, სხვათა შორის,
ევროს, როგორც მსოფლიო ვალუტის წონა საშინლად იკლებს, დოლარისა კი, ევროსთან მიმართებაში, გაცილებით იზრდება!
მაზოხიზმი საქართველოშიც კაი გვარიანად ფეხმოკიდებული ვნებაა, ოღონდ, უფრო მარავალფეროვანი გახდა სადიზმთან შეწყვილებით:
ასე მივიღეთ ახალი სუპერ-ვნება: სოდო-მაზოხიზმი.
(იხ. ჩემი პუბლიცისტური წერილი
“საქართველო როგორც ლუჩია”) ?

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი

Cesko