“ჩვენი პატარა ბიჭი გარდაიცვალა…” – რონალდუ

0
872
57 Views

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ, წერს:

„ღრმა მწუხარებით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი პატარა ბიჭი გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც ნებისმიერ მშობელს შეუძლია განიცადოს. მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს ძალას ვიცხოვროთ ამ მომენტში გარკვეული იმედითა და ბედნიერებით. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ექიმებსა და ექთნებს პროფესიონალური ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველანი განადგურებულნი ვართ ამ დანაკარგით. გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენს პირად სივრცეს ასეთ რთულ დროს. ჩვენი პატარა ბიჭი, შენ ხარ ჩვენი ანგელოზი. ჩვენ ყოველთვის გვეყვარები“

რამდენიმე თვის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ განაცხადეს, რომ ტყუპებს ელოდებოდნენ. გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Cesko