იყალთოში პოლიციელი სცემეს

April 18, 21:58
0
514

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში პოლიციელს სცემეს. გიორგი დედაბრიშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა.

ფორმულას ინფორმაციით, დაპირისპირებაში დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ლაჩაშვილიც მონაწილეობდა. ნაცემი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტი 17 ააპრილს, დღის საათებში, დედაბრიშვილის სახლის წინ მოხდა. “მთავარის” ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ დედაბრიშვილმა რამდენიმე დღის წინ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, პირს ჯარიმა გამოუწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე 4 პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

Cesko